19:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 13:34:20, 1561 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: ბესელია თავს არიდებს ისაუბროს ჩანაწერზე, სადაც სუბელიანი კორუფციაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისგან თავს იკავებს. 

სამადაშვილის თქმით, ჩანაწერებში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს.

„დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყება უნდა მომხდარიყო იმ საკითხით, თუ რას აპირებს საკანონდებლო ორგანო, რომელსაც პირდაპირ ევალება ზედამხედველობის ფუნქციების განხორციელება, რის გაკეთებას აპირებს იურიდიული კომიტეტი, იმისთვის რომ პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ქალბატონმა ბესელიამ, რომელიც დადანაშაულებულია იმ ფარულ ჩანაწერებში პირდაპირ კორუფციულ საქმიანობაში, არ მისცა კომიტეტს საშუალება ემსჯელა იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს ყველა მოქალაქეს. შესაბამისად გაიმართა კამათი და მომიწია სხდომის დატოვება, იმიტომ რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. დღეს საზოგადოებას რაც აწუხებს იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ იურიდიულ კომიტეტზე და არა იმაზე, რაც აწყობს ქალბატონ ეკა ბესელიას", - განაცხადა სამადაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics