|
2018-10-16 12:34:05, 1547 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი „ომეგას“ საქმეზე - მმართველი გუნდის მხრიდან არაადეკვატური ღიმილი, სწორად არ მიმაჩნია
ტელეკომპანია იბერიის და აგრეთვე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ნეგატიურად შეაფასა. „ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც აქამდე, არც დღეს, არ ვაკეთებ ფარული ჩანაწერების შეფასებას. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს, არის ის, რომელიც მინდა შევინარჩუნო. ამავდე დროს, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებაში იქნა გამოვლენილი. საქმე ისაა, რომ ბრალდებებს, არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის, კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა, რეკეტის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით, ამ საკითხს პასუხი გაეცა, რომ ეს თურმე ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა. ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილის მომგვრელი და არც სასაცილო. ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი. თუ პოლიტიკურ დისკუსიაში სამი კვირის განმავლობაში ის რაც საზოგადოებისათვის მძიმეა და მიუღებელი, არაადეკვატურ ღიმილს და სიცილს იწვევს, ჩემი აზრით, ეს თავისთავად პრობლემურია. არაადეკვატური ღიმილი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, არ მიმაჩნია შესაბამის და სწორ პასუხად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)