|
2018-10-15 09:21:50, 1572 ნახვა
სამართალი
მერაბიშვილი: რომ ვიცოდე, ხვალ მომწამლავენ და გამაფრთხილეს, ეს მაინც ვერ გამტეხდა
„მე რომ ვიცოდე, ხვალ მომწამლავენ და გამაფრთხილეს, ეს მე მაინც ვერ გამტეხდა და არ შემაცვლევინებდა ჩემს პრინციპებს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოწამვლის შესაძლო ვერსიებზე ისაუბრა: „ჩემი მეგობრები, ზოგი დარწმუნებულია და ზოგს ეჭვი აქვს, რომ სწორედ მოწამვლას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მიზეზი დაავადების სიმპრომებისა არის ინტოქსიკაცია. მე სიმპტომებს როდესაც მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია, რომლის კვალიც დადგენილი არ არის. სწორედ მათი სიტყვები იწვევს გარკვეულ ეჭვს ჩემს მეგობრებში. თუ ვიღაც ჩემს მოწამვლას აპირებდა, დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი დარიშხანით ან მსგავსი საწამლავით არ მომწამლავენ, იმიტომ რომ მისი სიმპტომები ადვილად დასადგენია. ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილია რამდენი საუბარი მიდის ნერვულად პარალიზებაზე, საწამლავზე და ა.შ. საერთოდ მსგავს მოწამვლას თუ ექნებოდა ადგილი, მისი დადგენა ძალიან რთული იქნებოდა. თუ გახსოვთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო როდესაც მოწამლეს, მიუხედავად იმისა, რომ მან მკურნალობა გაიარა მოწინავე კლინიკებშ, დღემდე არ არის დადგენილი მოწამვლის საშუალება. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის არის, მე რომ ვიცოდე, რომ ხვალ მომწამლავენ და გამაფრთხილეს, ეს მე მაინც ვერ გამტეხდა და არ შემაცვლევინებდა ჩემს პრინციპებს. მსგავსი რაღაცებისთვის მზად ვარ. როდესაც ადამიანი ირჩევ აქტიურ პოლიტიკას და გარგუნა ბედმა, რომ იყო ლიდერებს შორის, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. მოწამვლა და სხვა ტიპის საფრთხეები ჩვეულებრივი საფრთხეებია,“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)