|
2018-10-13 13:42:02, 1773 ნახვა
სამართალი
შსს-მ, ე.წ. მარიხუანას ფესტივალის შესახებ „გირჩის“ განცხადებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვაზეა საუბარი, გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი პირების მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ მარიხუანას ლეგალიზების აღსანიშნავი ე.წ. ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული ისე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება ასევე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება. შინაგან საქმეთა სამინისტრო გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, პოლიციის ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევების პრევენცია და დანაშაულის დროული აღკვეთა. შესაბამისად, გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას. დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმას. ფესტივალის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)