|
2018-10-12 13:16:46, 1443 ნახვა
სამართალი
2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები გ.ძ., ს.გ. და ე.გ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურარტურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ძ.-მ მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის თებერვლამდე, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის პირობით 52 მოქალაქესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები გააფორმა. გ.ძ.-მ შუამავლების ს.გ.-ს და ე.გ.-ს მეშვეობით, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს ის ბინები წარმოადგენდა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, სინამდვილეში კი იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე მშენებარე კორპუსის ბინები. აღნიშნული გზით გ.ძ., ე.გ. და ს.გ. მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ, ჯამში 2 186 031,09 ლარს და პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს. „გ.ძ.-ს და ს.გ.-ს 51 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 1 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, ხოლო ე.გ.-ს 13 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტებით. სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ძ-ს და ს.გ-ს 7 წლით, ხოლო ე.გ-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)