08:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 15:17:40, 2802 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პირი „შავი ზღვის საზღვაო პორტის“ საერთაშორისო გამშვებ პუნქტში, საქართველოდან ჩამოსული რეისის მგზავრების გაფორმებისას დააკავეს. ამასთან, სასაზღვრო სამსახური საქართველოს მოქალაქის ვინაობას არ ასახელებს.

"სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მგზავრის ნერვიულობას მიაქციეს ყურადღება და გადაწყვიტეს, მის მიმართ უფრო საფუძვლიანი კონტროლი ჩაეტარებინათ. მისი საბუთების დეტალური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტია და 28 წელი პატიმრობაში აქვს გატარებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაში უარი ეთქვა და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics