|
2018-10-11 12:40:56, 2190 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა
საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა. შეხვედრა ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მიმდინარეობაზე, მიმდინარე და 2019 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელებზე. მხარეებმა მიმოიხილეს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების პაკეტი, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)