|
2018-10-09 15:09:02, 843 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდა
წელს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მონაწილეებისა და სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა. წინა წლისგან გასხვავებით წელს მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პროდუქცია, ხილი, ტკბილეული, ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციები 50-მდე მეწარმემ წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და კერძო მეწარმეები. ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე მისულ უამრავ ტურისტს, ადგილობრივსა და ქალაქის სტუმარს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა და შეეძინა სოფლის ნატურალური პროდუქცია, დასწრებოდა მრავალფეროვან ფოლკლორულ წარმოდგენებს, მონაწილეობა მიეღო მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში. საღამოობით კი მათ განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური შემსრულებლები და ბენდები - ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, „ნიუტონი“, „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ ზრუნავდნენ. ფესტივალი ბათუმში მეოთხე წელია იმართება და ყოველწიურად უფრო და უფრო მეტ სტუმარს იზიდავს. ის პირველ რიგში ხელს უწყობს მთიანი აჭარის მდიდარი ტრადიციების, რესურსების პოპულარიზაციას, მთაში მოგზაურობის სტიმულირებას, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების ეკონომიკურ კეთილდღეობას. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. „სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის სტუმრებისა და მონაწილეების რაოდენობა. წელს იმდენად დიდი იყო დაინტერესება და მოთხოვნა ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციაზე, რომ მეწარმეებს პროდუქციის დამატება და შევსება დასჭირდათ. გაიზარდა ასევე, ადგილობრივების ინტერესიც ფესტივალის მიმართ. ჩვენ ბოლო ორი წელია, ფესტივალის პერიოდში ვატარებთ მცირე გამოკითხვას, სადაც გამოიკვეთა, რომ საშუალოდ ყოველი 10 სტუმრიდან 8 სტუმარმა შეიძინა ფესტივალზე წარმოდგენილი პროდუქტი და ისარგებლა სხვადასხვა სერვისებით, რაც ბუნებრივია მონაწილეების ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება და უზრდის მათ მოტივაციას. მიხარია, რომ ფესტივალზე იყო სასიამოვნო განწყობა ყველასთვის. ჩვენი მონაწილეები და სტუმრებიც იყვნენ კმაყოფილები, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის, როგორც ორგანიზატორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)