|
2018-10-09 09:09:43, 1464 ნახვა
სამართალი
თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, გოთუას ქუჩაზე, მოქალაქეს ორი ერთეული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დენის წყაროზე მიერთებული. საამქროში კაკლის სახეობის 38 ერთეული მორი და 6 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. სახერხი საამქრო და მასში განთავსებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გადაეგზავნა. სამმართველომ გამოძიება 287-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევას გულისხმობს. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)