|
2018-10-08 12:54:04, 1331 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი - 32% (2465541) და დიდი ბრიტანეთი - 22% (67310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 69% (31050)), ნიდერლანდები - 47% (60309), გერმანია - 22% (349216), ლიეტუვა - 18% (331620), ესტონეთი - 16% (420704), კანადა -13% (119418), საფრანგეთი - 11% (107126), ლატვია - 9% (1245324) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 80% (120294), ყირგიზეთი - 54% (179610), ყაზახეთი - 30% (2658224), მონღოლეთი - 44% (162390),უკრაინა - 27% (6746598), ბელარუსი 13% (1188822), რუსეთი - 11% (37064677) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (37064677), უკრაინა (6746598), ჩინეთი (4821937), ყაზახეთი (2658224) და პოლონეთი (2465541). ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 10% შეადგინა. სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)