|
2018-10-08 09:11:38, 988 ნახვა
სამართალი
შსს-მ სისხლის დონაციის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სისხლის ბანკთან“, ო. ღუდუშაურის კლინიკასთან და ჰემატოლოგიის ინსტიტუტთან სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. მემორანდუმებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ მოაწერა ხელი. დოკუმენტები ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემა მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რამდენიმე წელია უანგაროდ გასცემენ. დონაციის სხვადასხვა აქციის ფარგლებში, სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა და პოლიციელმა გაიღო სისხლი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)