|
2018-10-07 12:08:40, 2207 ნახვა
სამართალი
მესტიის აეროპორტში კლასიკური ავტომობილების რალი გაიმართა
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა ომამდენი ავტომობილების რალის უმასპინძლა. რალიში მონაწილე 29 ავტომობილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი 1922 წლის გამოშვება Vauxhal-ია ხოლო ყველაზე ,,ახალგაზრდა“ 1951 წლის გამოშვება იაგუარი. მესტიის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე განლაგებულ 29 უნიკალური მანქანის მძღოლს, წესების მიხედვით, თვალახვეულებს ბარიერისთვის უკუსვლით უნდა შემოევლოთ და გადაეკვეთათ ფინიშის ხაზი, მიმართულებას კი მათ ე.წ. შტურმანი კარნახობდა. შეჯიბრში მონაწილეობას როგორც მამაკაცი, ასევე ქალი მძღოლებიც იღებდნენ. კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით ‘’Peaks of the Caucasus“ საქართველოში 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რალის მონაწილეები მესტიის აეროპორტამდე ამბროლაურის აეროპორტში იმყოფებოდნენ. უნიკალური რალის მონაწილეები ჯამში საქართველოს თითოეულ კუთხეს მოივლიან და 2250 კილომეტრს დაფარავენ. ’Peaks of the Caucasus“ იდეა ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად, 2005 წელს კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ იტალიაში ჩატარდა. 1927 წლის გამოშვება MERCEDES BENZ ROADSTER, ამავე წლის გამოშვება BENTLEY და კიდევ 26 უნიკალურმა კლასიკურმა ავტომობილმა სტარტი პირველ ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან აიღეს და 14 ოქტომბერს შატო მუხრანში დაასრულებენ, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)