02:12 - 29 May, 2026
|
2018-10-06 12:52:37, 2589 ნახვა
სამართალი
„დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
თბილისში, „დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციის, დაცვის თანამშრომელსა და ერთ-ერთ მაცხოვრებელს შორის ავტომობილის პარკირების ადგილთან დაკავშირებით დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მოქალაქემ დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმე გახსნილია და ამ დროისთვის ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)