11:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 11:04:24, 585 ნახვა

სამართალი
შსს-მ დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ნ. დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 ივნისს, დღის საათებში, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკს მისი კუთვნილი „ნისანის“ მარკის ავტომობილის სალონიდან „ეფლის“ ფირმის პორტატიული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოჰპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics