03:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 14:58:12, 896 ნახვა

რეგიონი
ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობას ჩილელი არტისტი იუგა მიიღებს

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს ჩილელი არტისტი იუგა ეწვევა.

2 ოქტომბერს ბათუმს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში სპეციალური სტუმარი, ჩილელი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი იუგა ეწვევა. მომღერალი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

იუგა მუსიკალურ სამყაროში 2008 წელს გამოჩნდა და ყურადღება მიიპყრო ჟანრების მრავალფეროვნებით - მღერის ბლუზს, კლასიკურ როკს, ოპერას, შანსონსა და პოპს.

იუგას გამოშვებული აქვს 3 CD, არის რამდენიმე თეატრალური შოუს ავტორი, რომელთაგან გამორჩეული იყო ედიტ პიაფისადმი მიძღვნილი სანახაობა, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა არგენტინასა და ურუგვაიში.

იუგას ახალი გატაცება ჭადრაკი და მუსიკაა. პირველ ასეთ კომპოზიციას „ო, კაპაბლანკა“ ეწოდა, რომელიც კომპოზიტორმა 2018 წლის აგვისტოში გამოუშვა.

სწორედ, ამ ახალი კომპოზიციითა და პერფორმანსით ეწვევა იუგა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას. როგორც ჩილელი არტისტი აცხადებს, ეს საქართველოსა და ბათუმის ოლიმპიადისადმი და ზოგადად, ჭადრაკისადმი განკუთვნილი საჩუქარია.

უნდა აღინიშნოს, რომ იუგა უსასყიდლოდ ჩამოდის საქართველოში და ჰონორარის გარეშე მონაწილეობს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში. ღონისძიება 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 20.00 საათზე გაიმართება.

იუგა ბათუმში 2 ოქტომბერს 18.10 საათზე ჩამოფრინდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics