|
2018-10-01 09:47:01, 1518 ნახვა
სამართალი
ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ერთი ერთეული უკანონო ლენტური ტიპის ხერხი ნახეს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო განთავსებული და მიეწოდებოდა დენის წყარო. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცირკული ტიპის ხერხი და 1,4 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტი შედგა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს სახერხი საამქროს დემონტაჟი და დალუქვა. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)