|
2018-09-26 18:23:40, 1993 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია EBRD-ის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯგუფის (EBRD) დირექტორთა საბჭოს 11 წევრს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებისა და ბანკის საქმიანობის გასაცნობად არიან ჩამოსული. შეხვედრაზე განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ყურადღება გამახვილდა EBRD-ის მხრიდან ეკონომიკური განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ EBRD-ი დიდი ენთუზიაზმით უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „ისინი ძალიან კმაყოფილები არიან იმ რეფორმების, რომელიც ჩვენ გვქონდა დღემდე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით უყურებენ იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ გვაქვს მომავლისთვის. მზად არიან გაგვიწიონ დახმარება როგორც ენერგეტიკულ სფეროში, ასევე წიაღის ათვისებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მასშტაბური დახმარება გაგვიწიონ ტექნიკური განათლების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკა და ეს სტრატეგია უკვე ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ, სხვადასხვა მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ძალიან მალე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა გვექნება," - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)