|
2018-09-26 15:01:39, 2355 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირებმა - თ.ზ.-მ და მ.კ.-მ ქ.თბილისში, უკანონოდ შეაღწიეს ლ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 10 816 ლარს, სხვადასხვა საოჯახო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „სამართალდამცველებმა თ.ზ. და მ.კ. 2017 წლის 29 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, ხოლო თ.ზ.-ს ბრალდება ასევე წარედგინა 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.ზ.-ს 10 წლით, ხოლო მ.კ.-ს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)