|
2018-09-26 14:30:54, 2747 ნახვა
სამართალი
„ომეგა ჯგუფი“ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში უჩივის - საქმეში ივანიშვილი, გახარია და ქუმსიშვილიც ფიგურირებენ
"ომეგა ჯგუფმა" ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. „ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს. იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან. ადვოკატის კოლინ გიბსონის განცხადებით, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. „დანაშაულში თანამონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით ლონდონში შემუშავდა სარჩელი საქართველოს მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ. სარჩელები შემუშავდება გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუკი სასამართლო ამას დაადგენს, მაშინ უკვე ფაქტი იქნება, რომ ის, რაზეც შეტანილია სარჩელი, არის სიმართლე. ამას თავისთავად მოჰყვება სისხლის სამართლის პროცესი და ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ სად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი საქართველოში თუ ინგლისში“, - აცხადებს კოლინ გიბსონი. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)