|
2018-09-26 10:43:43, 2039 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს
ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. ხაზი გაესვა წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში და განაცხადა, რომ მთავრობა არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება. შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დავით ზალკალიანმა და აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა მოაწერეს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)