|
2018-09-25 18:34:52, 2491 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ჩვენ IFC-ისთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. ასევე, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც გეგმავს აღნიშნულ ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)