01:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 10:53:40, 2076 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძობს

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, სადაც ავტონაწილების და აქსესუარების მაღაზია და სერვის ცენტრია წარმოდგენილი.

ამჟამად აზერბაიჯანში “თეგეტა მოტორსი” უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა/დანადგარებით და ტექნიკით. აქვე  წარმოდგენილია საბურავების, ზეთების, აკუმულატორების, ფილტრების, მსუბუქი ავტომობილების და მიკროავტობუსების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანი.

ახალ ფილიალში დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქართველი წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიული მომზადება „თეგეტა აკადემიაში“ გაიარეს და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. „თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია და მიიღოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება კომფორტული გარემოში. 

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. კომპანია 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics