00:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 11:41:11, 445 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ავლენენ

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე ავლენენ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნორლანდმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესა საუბარი მიმდინარეობს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. 

„საქართველო ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესაც მიმდინარეობს  საუბრები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე.  ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარეობს  პოლიტიკური ძალების მიერ ამ თემის განხილვა.  არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული საარჩევნო სისტემის რომელიმე საარჩევნო სისტემა არის საუკეთესო.  მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრები ჩართული არიან ამ პროცესში, რაც დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას ნიშნავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე ავლენენ“,-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics