02:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 15:28:09, 628 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: რომაული ბანაკები გონიოს ციხეში კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია და იმ ახალ აღმოჩენებს გაეცნო, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ბოლო არქეოლოგიური კვლევებით გამოვლინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს ციხის დათვალიერების შემდეგ "რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობის" პროექტი წარუდგინა, რომელიც გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისთვის. 

თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა ასევე მუზეუმში დაცული რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა, ჯარისკაცის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები, საბრძოლო და საინჟინრო ინვენტარი. ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს გონიოს ციხის ინფრასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებული გეგმები გააცნო. 

,,გონიო-აფსაროსის კომპლექსში დღეს გაიმართა კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია. ეს არის რომაული ბანაკის მოწყობა, რომელიც დაეხმარება ერთი მხრივ გონიოს ციხის პოპულარიზაციას და ასევე, ამ კომპლექსის კომერციალიზაციას. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ამ ყველაფრის ბალანსის საფუძველზე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გონიო მართლაც იქცეს ქალაქისთვის სავიზიტო ბარათად"-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო პერიოდში განხორციელებული გათხრების შედეგად გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა რომაული პერიოდის ახ. წ . I ს-ის II ნახევრით დათარიღებული აბანოს ნაშთები წყლის რეზერვუარებით, ქვაფენილით და მოზაიკიანი იატაკით. გონიოს ციხეში სხვადასხვა ექსპედიციის დროს ნაპოვნია ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა.   

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics