|
2018-09-17 16:35:28, 2814 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში ცვლილებები დაამტკიცა
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გავითვალისწინეთ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. “წინა სხდომაზე განვიხილეთ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რეკომენდაციები მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებებიდან გამომდინარე დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ ცვლილებების პაკეტი, რასაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა. ცვლილებები ითვალისწინებს მეტად განჭვრეტად პროცედურებს მოსამართლეთა შერჩევა -დანიშვნის პროცესში. გაზიარებული არის ვადების კორექტირების და კიდევ სხვა საკითხი, რომელიც პრინციპში პრაქტიკით მოწესრიგებული იყო, თუმცა მეტი გამჭვირვალობისთვის მოხდება ამის დეკლარირება შესაბამის წესში. ყველას ეცოდინება იმ პროცედურების თაობაზე, რომელიც თან ახლავს მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის პროცესს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. პროექტს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თერთმეტმა წევრმა დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)