02:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 14:44:12, 494 ნახვა

რეგიონი
ხიჭაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განახლდა

17 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა.

დილიდანვე განსაკუთრებული ხალისი იგრძნობოდა ქუჩებში. კოხტად გამოწყობილი გოგო - ბიჭები ჩანთებით ხელში მხიარულად მიიჩქაროდნენ სკოლისკენ.

ახალი სასწავლო წელი განახლდა ხიჭაურის საჯარო სკოლაშიც.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლება შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ, რუსუდან შავაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებული და შემოქმედებითი სასწავლო წელი უსურვეს.

 ხიჭაურის საჯარო სკოლას 74 მოსწავლე, მათ შორის 3 პირველკლასელი ჰყავს. მომავალი თაობების აღზრდაზე 74 მასწავლებელი იზრუნებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics