01:39 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 13:34:52, 1588 ნახვა

ეკონომიკა
ჩეხი მინისტრი: ჩვენი მეწარმეები საქართველოში ახალი ბიზნესწამოწყებით არიან დაინტერესებული

„საქართველოსა და ჩეხეთს შორის შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობებია. ჩემი ვიზიტი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება. ჩვენ უკვე განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ბიზნესის ცალკეულ სექტორებში,” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.

მისი თქმით, ჩეხეთის კომპანიები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში თბილისსა და ბათუმში ელექტრო ავტობუსების მიწოდებასთან დაკავშირებით. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, „ენერგო პროს“ მსგავსად, ამ ბაზარზე ოპერირებით. ჩემთან ერთად საქართველოში 25 მეწარმეა ჩამოსული, რომლებიც ახალი ბიზნესის წამოწყებითაა დაინტერესებული. ჩვენ განვიხილეთ ჩეხურ „შკოდა“-სა და ქართულ კომპანიას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების შესაფერის ლოკომოტივებს აწარმოებს. აღნიშნული ლოკომოტივები მოემსახურება როგორც ქართულ რკინიგზას, ასევე შესაძლებელი იქნება მათი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დასაქმებას,” - განაცხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics