|
2018-09-13 19:37:49, 1568 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია - ფორუმზე საქართველოს მხარემ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც ქვეყნის საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს
ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საქართველოს მხარემ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ მიიღო ძალიან ფასეული წინადადებები მონაწილეებისგან, რომლებიც ეხებოდა როგორც ანაკლიისა ან ფოთის პორტების განვითარებას, ასევე ახალ მიმართულებებს, როგორიცაა საპორტო სერვისებისა და ოპერაციების დიგიტალიზაცია, რომლებიც საზღვაო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება. ცნობისთვის, ბათუმში 12-14 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ჩატარდა, მას ორგანიზება გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. ბათუმის ფორუმში 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)