|
2018-09-13 10:11:46, 1144 ნახვა
სამართალი
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 პირი დააკავა, 13 კი, პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 მოქალაქე: სულხან ლ, სოლომონ თ, ნიკო ღ, ანა თ. და შოთა ო. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს რაიონში, საერთო ჯამში 20 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 78 000 ლარის ოდენობით. „ამავე საქმეზე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13 მოქალაქე: მალხაზ ლ, ამირან ნ, მზია ჟ, გოდერძი ზ, შოთა ხ, ზორბეგი ა, გელა ს, ვეფხვია მ, ნუგზარ ღ, ელიზბარ გ, გია გ, ზაზაბ და ვაჟა პ. აღნიშნულმა მოქალაქეებმა თაღლითობაში ბრალდებულებს დახმარება გაუწიეს და ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოსდა ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)