|
2018-09-12 20:06:51, 1219 ნახვა
სამართალი
ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისა და ძალადობისთვის ბრალდებულ ძიძას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისა და ძალადობისთვის ბრალდებული ი.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტით, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში, ძიძამ სცემა მისთვის მოსავლელად მიბარებული 6 თვის ბავშვები და ასევე, მათ მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. „სამართალდამცველებმა ი.ტ. 2018 წლის 26 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)