|
2018-09-12 16:19:09, 1042 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ლარში გასაცემი სესხების ზღვარის გაზრდა ლარიზაციის ფარგლებში მომზადებული ინიციატივაა
ლარში გასაცემი სესხების ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდა, ლარიზაციის ფარგლებში მომზადებული ინიციატივაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსში მომზადებული ცვლილების პროექტი. „200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტი, განვადება თუ სხვა სასესხო პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში უნდა გაიცემოდეს. აქამდე, ეს მაქსიმალური ზღვარი 100 ათას ლარამდე იყო და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა. ცვლილებებით კი, ზღვარს 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე ვზრდით, ასევე ვაფართოებთ არეალს, ვისზეც გავრცელდება. შემოგვყავს იურიდიული პირები და პროდუქტების ნაწილში ლიზინგი, როგორც სასესხო პროდუქტი ასევე იქნება ნუსხაში შეყვანილი", – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრ ფიზიკურ პირსა და მცირე ბიზნესს აქვს სესხები დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში, რის გამოც მათ ლარის კურსის მერყეობა მძიმე ტვირთად აწვებათ. ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)