|
2015-06-05 20:13:04, 491 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებსა და ამომრჩევლების რაოდენობას შორის დისბალანსი შემცირდება
"2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოვახდენთ მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის, დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-ანი ბარიერი",-ამი შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოქმედი საარჩევნო სისტემა ბოლომდე არ შეესაბამებოდა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს დ. მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი დაპირება იყო რომ მას აუცილებლად გავაუმჯობესებდით და ეს განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომაც. უახლოეს დღეებში საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შინაარსითაც და განხორციელების სქემითაც დაეფუძნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან. საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო დ. საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოვახდენთ მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის, დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-ანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე. ეს არის უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)