|
2018-09-11 12:09:26, 1018 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ციფრული ეკონომიკის ეპოქაში ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია
ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ტვირთებისა და საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟოპროცედურები ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება, მომსახურება კი მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისებისმიწოდებაზეა ორიენტირებული. ფინანსთა მინისტრმა დაათვალიერა კონტეინერების გახსნისა და დათვალიერების ადგილი, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება, ასევე, გაეცნო სასაზღვრო-საკარანტირო, ფიტო-სანიტარული და ვეტერინალური კონტროლის პუნქტის საქმიანობას, გარდა ამისა, მინისტრი ფოთის ნავსადგურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კონტეინერების კონტროლის ჯგუფის სამუშაო პროცესს. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, საბაჟო სამსახურების ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი, ისესაერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. აქცენტი გააკეთა საბაჟო სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდებასაბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელეტქრონული ფორმით მიწოდებისშესაძლებლობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)