|
2018-09-10 18:44:24, 1193 ნახვა
სამართალი
მეუღლისა და შვილების ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ი.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, დღის საათებში, ქ. ქობულეთში, ი.ტ-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც არასრულწლოვან შვილებს ზურგისა და ფეხის არეში, ხოლო მეუღლეს ე.ქ.-ს ხელის თავში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. „სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ ი.ტ-მ 2018 წლის 3 მაისს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის ე.ქ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ი.ტ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ი.ტ. 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' (ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ორზე მეტი პირის მიმართ, არასრულწლოვანის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)