|
2018-09-10 16:38:00, 1302 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ენუქიძემ მაღალი დონის „ენერგეტიკული თანამშრომლობის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბათუმში აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის „ენერგეტიკული თანამშრომლობის" შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე. თავის გამოსვლაში, მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობასა და საქართველოს გამოკვეთილ ინტერესზე, შეასრულოს რეგიონის ენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია. ნინო ენუქიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობაზე და მას სამაგალითო და ორმხრივად ხელსაყრელი უწოდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის" (СAREC) გაძლიერებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ენერგეტიკის დარგში. შეხვედრაში „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის" (СAREC) წევრი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ჩინეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და მონღოლეთი) დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკის და USAID-ის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)