|
2018-09-10 13:02:01, 811 ნახვა
კომენტარი
კობიაშვილი: რომ არა შსს-ს კოორდინირებული მუშაობა, სტადიონზე მშვიდი გარემოს შექმნა შეუძლებელი იქნებოდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გუშინდელ მატჩზე უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვისა და შეხვედრის მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. ,,განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართული იყო, რომ ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული, რომ სტადიონზე ყოფილიყო მშვიდი გარემო და რომ არა მათი ერთიანობა, მათი კოორდინირებული მუშაობა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა’’,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში საქართველო-ლატვიის თამაში შეაფასა და გუნდსა და გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა. ,,გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას, მნიშვნელოვან გამარჯვებას, მნიშვნელოვან სამ ქულას და კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს იმ საერთო მიზნისკენ, რაც ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოთამაშეს, გუნდს, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ გუშინ ყველას ერთად გვეზეიმა ეს ბრწყინვალე გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც გუშინ სტადიონზე იმყოფებოდა. მათ ერთიანი გულშემატკივრობით, იმ დიდი ერთიანი პასუხისმგებლობით უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი გუნდის გამარჯვებაში. რომ არა მათი ერთიანობა, მათი გვერდში დგომა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა გუშინ ჩვენს გუნდს გამარჯვება მოეპოვებინა და ეს არის მათი დამსახურება’’, - განაცხადა კობიაშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)