00:54 - 29 May, 2026
|
2018-09-09 19:45:43, 1315 ნახვა
სამართალი
„ქართული მარშის“ წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს
„ქართული მარშის“ წევრები კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე და გიორგი ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. "ქართული მარშის" მიერ 18:00 საათზე დაანონსებული საპროტესტო აქცია გურამ კაშიას წინააღმდეგ ამ დრომდე არ დაწყებულა. აქცია „დინამო არენას“ ცენტრალურ შესასვლელთან უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე „ქართული მარშის“ 20-მდე წევრი იმყოფებოდა. მათი განცხადებით, შსს-ს დაკავებული ჰყავს მათი ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის კონსტანტინე მორგოშია და რამაზ გაგნიძე, რის გამოც ისინი აქციას ვერ იწყებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)