|
2018-09-07 18:36:44, 2164 ნახვა
ეკონომიკა
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი უძღვებოდა. შეხვედრის ფორმატში წარმოდგენილი იყო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საერთაშორისო მხარდამჭერის უზრუნველმყოფი თითქმის ყველა მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი, ორგანიზაცია თუ პროგრამა: USAID და მისი ეგიდით მოქმედი დარგობრივი პროგრამები, KfW, EBRD, EIB, ევროკავშირის წარმომადგენლობა, მსოფლიო ბანკი, IFC, ADB და ნორვეგიის მარეგულირებელი ორგანო (NVE). შეხვედრაზე განიხილეს საკონსულტაციო კომპანიების - Nord Pool Consulting-ის (ნორვეგია) და Bluberries-ის (გერმანია) მიერ შემუშავებული „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ორგანიზაციული კონცეფცია." როგორც შეხვედრაზე კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა განაცხადა, კონცეფციის შედგენა იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წარმატებით ხორციელდება ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" თანამშრომლობით და მიზნად ისახავს საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პირობების შექმნას. საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საგნობრივი დისკუსია, სადაც კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა პასუხი გასცა დასმულ კითხვებს და განმარტა, რომ საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბირჟის (Power Exchange) დაფუძნება და თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, წლებზე გაწერილი სტრატეგიის გამოყენებით. ამასთან, ეს რეფორმა არსებითად დაახლოებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ევროკავშირის სამიზნე მოდელთან და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)