01:04 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 17:05:04, 1665 ნახვა

ეკონომიკა
ნინო მჭედლიშვილი: დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია

სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანია „ყვარლის ბაგას“ ფინანსური დირექტორი ნინო მჭედლიშვილი ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა დადებითი შედეგების მომტანი იქნება ბიზნესისათვის.

„ყვარლის ბაგა არის რძის მწარმოებელი კომპანია. საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს დააგროვოს საგადასახადო აქტივი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფერმა ჯერ კიდევ იმყოფება საინვესტიციო ფაზაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დღგ-ს დაბრუნება მოხდეს შეუფერხებლად. ამ ეტაპზე დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მობრუნებული ფინანსების რეინვესტირება“ - განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკიან დაბრუნების სისტემით უკვე 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. სახელმწიფოს მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის. პრემიერი მოუწოდებს მეწარმეებს და ქართულ კომპანიებს - უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში და შეავსონ განაცხადები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics