00:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 15:17:41, 1581 ნახვა

სამართალი
ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში საქართველოს ოფისი უკვე ფუნქციონირებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ევროპოლთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა.

უწყების ცნობით, საქართველოს პირველი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, ქალაქ ჰააგაში უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.

„საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლას ორგანიზებული და ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებით, კიდევ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა ევროპის საპოლიციო სტრუქტურებთან, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო „ევროპოლის“ ოპერატიული პარტნიორი ქვეყანაა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობის, უსაფრთხო არხის მეშვეობით ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლისა და ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics