|
2018-09-06 15:01:33, 1375 ნახვა
სამართალი
ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილი: მამაჩემმა მკვლელობა აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი, ლიკა ბაქრაძე აცხადებს, რომ მამამისმა მკვლელობა აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ვეფხია ბაქრაძისთვის წარდგენილ ბრალდებაში ბევრი შეუსაბამობაა. „ბევრი ისეთი ბრალი წაუყენეს, რომ ეს არის სრული სისულელე და ბევრი შეუსაბამო ფაქტებია, ერთი ის ვიცი, რომ მამაჩემი მკვლელობის დროს მამაჩემი არ ყოფილა, ის იყო მაგ დროს სულ სხვა ადამიანი და აფექტურ მდგომარეობაში და ჩემთვის ეს არის ორმაგი ტკივილი, ის არის ჩემთვის მეგობარზე, დაქალზე მეტი და ძაან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე ამით მამაჩემს ვამართლებ, სისულელეა“, - გაანცხადა ლიკა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა. ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)