|
2018-09-06 13:50:17, 1159 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,8061 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს". გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6 წონაკად დაფასოებული აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი". საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გ.ს.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)