00:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 11:56:08, 527 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში ირანის კონსულის მოვალეობის შემსრულებელს, აჰმად ბადფას შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელ აჰმად ბადფასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

აჰმად ბადფა აჭარაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 20 აპრილს შეუდგა. მანამდე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს ქ. ჰოსეინ მაშადი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მინისტრმა და დიპლომატმა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სფეროსა და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს.

ზაალ მიქელაძემ აჰმად ბადფას დიპლომატიური მისიის მოვალეობის შესრულების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics