|
2018-09-03 16:25:55, 1271 ნახვა
სამართალი
ფაშისტური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაშისტური მოძრაობის, საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე ჭელიძის სხდომათა დარბაზიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის'' გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს .მათ მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)