|
2018-09-03 12:15:31, 1396 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაშიბრალდებულები - გ.მ. და თ.ა. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა"ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე,ქ.თბილისში, აკაკი ბაქრაძის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დათ.ა. ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ.ბ-ს, სცემეს მას, დააგდეს ძირს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშიძალადობის მუქარით წაართვეს მობილური ტელეფონი, 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს, თ.ა. კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 6 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. გ.მ.-სბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილიჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო თ. ა-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად)წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.მ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით, ხოლო თ.ა.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)