06:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 13:10:57, 2543 ნახვა

მსოფლიო
ნატომ, შესაძლოა, შტაბბინის შენობას ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, შესაძლოა, ბრიუსელში შტაბბინის ახალ შენობას ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს, - აღნიშნული ინიციატივით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი გამოვიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

როგორც ნატო-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხად, შესაბამისი განკარგულება გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან მიიღეს და მას დეტალურად განიხილავენ.

CNN-ი წერს, რომ ამერიკელი სენატორი აქტიურად უჭერდა მხარს ალიანსსა და მასში სხვა ევროპელი ქვეყნების გაწევრიანებას.

"ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მას სიმამაცისთვისა და ხასიათისთვის დაიმასხოვრებენ, ასევე, როგორც ნატო-ს ძლიერ მხარდამჭერს", - წერდა სტოლტენბერგი სენატორის გარდაცვალების შემდეგ.

ცნობისთვის, ნატო-მ შტაბბინა მიმდინარე წლის დასაწყისში შეიცვალა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics