|
2018-08-29 18:56:59, 1046 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: რესტორან „ოტიუმთან“ სასტუმრო არ აშენდება
„კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მოპირდაპირე მხარეს სასტუმრო არ აშენდება. მსგავს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია“, - ამის შესახებ „ოტიუმთან“ მისულმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ს მშენებლობის ნებართვა მერიამ რამდენიმე თვის წინ შეუჩერა და კომპანია სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებდა. „ჩვენ ახლა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც მიწის საძირკვლის ამოღების სამუშაოები უნებართვოდ მიმდინარეობდა. ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება და რეაგირება მყისიერად მოხდა. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ადრე იყო გაცემული და ამჯერად ნებართვა გაბათილებულია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია მსგავს ადგილებზე სამშენებლო პროექტების განხორციელება, მითუმეტეს კუს ტბის ტყეში. მე, როგორც ვიცი, აქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო“, - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, ტერიტორიის მესაკუთრისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების საკითხზე იმუშაონ. „მე, რა თქმა უნდა, მესმის მეპატრონის, ვისაც ეს მიწა თავის დროზე ნაყიდი აქვს. მისი ინტერესიც არ უნდა დავაზიანოთ. ჩემს მოადგილეებს ვავალებ, რომ დღესვე დაუკავშირდნენ მას და დაიწყონ საუბარი ადგილმონაცვლეობაზე. არსებობს რაღაც პრინციპები, რომელსაც არ უნდა ვუღალატოთ. ჩვენ ქალაქის განვითარების და მშენებლობის მომხრე ვართ, მაგრამ არა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“- განაცხადა კახა კალაძემ. კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მიმდებარე ტერიორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეტყობინება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დღეს შემოვიდა, რაზეც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა. სამსახურის ადგილზე მისვლის შედეგად სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომები იქნება მიღებული.
(NS)
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)