|
2018-08-29 10:57:20, 1037 ნახვა
სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ისევ დაიბარეს
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უკვე მეოთხედ დაიბარეს. მაჩალიკაშვილი სუს-ში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან მას გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია არ აქვს. „ამ ეტაპამდე საგამოძიებო ორგანოს ძირითადა კითხვები ჰქონდა უკვე მსჯავრდებულ პირებსა და ბატონ მალხაზს შორის ურთიერთობის შესახებ, ასევე დაისვა რამდენიმე კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილზე. რაც შეეხება დღევანდელ დაკითხვას, რა კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებას ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ბატონი მალხაზის დაკითხვა“, - აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე დღის წინ სუს-ში კითხვები პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაუსვეს, რა დროსაც აჰმედ ჩატაევის, თამაზ მარგოშვილისა და რუსლან ალდამოვის გვარები იყო ნახსენები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)