|
2018-08-28 13:23:37, 2515 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა კრიტიკის შემდეგ, მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დროშების დაშვების განკარგულება გასცა
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ეროვნული დროშების დაშვების ბრძანება ისევ გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „პოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პატივს ვცემ სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს. მის პატივსაცემად ხელი მოვაწერე სახელმწიფო დროშების დაშვების შესახებ ბრძანებას“, -აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში. ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მომავალ კვირას მაკკეინის დაკრძალვას არ დაესწრება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკკეინის დაკრძალვას თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის ტრმპის აპარატის უფროსი და თავდაცვის მდივანი დაესწრებიან. როგორც ცნობილია, მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა გაუძღვებიან. გამოსამშვიდებელი სიტყვით ცერემონიაზე გამოვა ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსიც. შეგახსენებთ, რომ The Washington post-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის მიერ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებაზე უარი თქვა. ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპსა და ჯონ მაკკეინს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ამერიკელი სენატორი თეთრი სახლის ლიდერს ღიად აკრიტიკებდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაკკეინმა დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა 2015 წელს განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინს გმირად არ მიიჩნევს, რადგან ვიეტნამის ომის დროს ის ტყვედ ჩავარდა: „პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყვედ არ ჩავარდნენ“. 81 წლის ასაკში საკუთარ სახლში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მაკკეინი ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და რამდენიმე თვის წინ მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)