|
2018-08-26 16:12:48, 2064 ნახვა
სამართალი
ანაკლიაში ნარკოტიკის გასაღებაზე ირანის 3 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ. დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)